გიორგი კარბელაშვილი არჩევნებში დამარცხებას აღიარებს
გიორგი კარბელაშვილი არჩევნებში დამარცხებას აღიარებს
23:51 01.10.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი არჩევნებში დამარცხებას აღიარებს.

ამის შესახებ მან განცხადება სოცილაური ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კარბელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ თავისი ცხოვრების მანძილზე არასოდეს გადაუხვევია იმ გზისთვის, რაც კარბელაშვილების გვარმა აირჩია და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქნება მაჟორიტარი დეპუტატი, მინისტრის მოადგილე თუ კომუნიკაციის მექანიკოსი.

„ჩემთვის ყველაზე ფასეული თქვენთან ერთად თანაცხოვრება, თქვენი სიყვარული და სიხარულია. ჩემი მიზანია, თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ, დღეს მინდა ვთქვა - მე ვაღიარებ დამარცხებას, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ მეტი მონდომებით და ჟინით ვიბრძოლო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის. ისეთი ქვეყნისთვის, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შვილების მომავალი წარმოუდგენია“ - წერს კარბელაშვილი.

მან თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის ახლა იწყება.

ბეჭდვა