კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილი, კოალიციის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიმართეს.
ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუკრი ქანთარიას თქმით, არჩევნებში სიმართლემ და სამშობლომ გაიმარჯვა.
„დაისჯება ყველა, ვინც დამნაშავეა, ხოლო ვისაც სისხლის სამართლებრივი ბრალეულობა არ მიუძღვის, მას უნდა მივუტევოთ, რადგან უკეთესი საქაქრთველოსთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“ - აცხადებს ქანთარია.
მისივე თქმით, კოალიციაში შემავალი ყველა კანდიდატი ერთსულოვანია და მათ შორის არავითარი განხეთქილება არ არსებობს.
კოალიციის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვიქტორ დოლიძის განცხადებით კი, ყველა დანაპირები აუცილებლად შესრულდება.
