კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეფასებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ქვეყნის კეთილდღეობას ნიშნავს.
„ეს არის საქართველოს გამთლიანება, ქვეყნის ფეხზე დაყენება, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ეს იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ამ ქვეყნისთვის“ - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
იგი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მაჟორიტარული სიით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.
„რა იცის მიხეილ სააკშვილმა, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს? ვინ დათვალა? ენა უსწრებს წინ“ - განაცხადა ძიძიგურმა.
