„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უპირატესობით მოვა.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში განუცხადა.
მისივე თქმით, გამოქვეყნდა წინასწარი შედეგები, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს.
„ეს არის პირველადი შედეგები, სადაც 32%-მა საკუთარი არჩევანის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, თუმცა, წინასწარი მონაცემები მაძლევს მყარ გარანტიას იმისა, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ უპირატესობაში იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული გზით სვლას“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
