„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარულ ოლქებში დიდი უპირატესობა აქვს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს გოგა ხაჩიძემ მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლების პირველადი შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
ხაჩიძის თქმით, დემოკრატია სისტემაა, სადაც საზოგადოებას საშუალება ეძლევა სარკეში ჩაიხედოს.
„ჩვენ ყველას ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ არჩევნებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო შედგა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. დარწმუნებულები ვართ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარულ ოლქებში დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა, ყველაფერს ქართველი ხალხი წყვეტს და რასაც ის გადაწყვეტს, უნდა დავემორჩილოთ ყველა“-განაცხადა ხაჩიძემ.
