„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 50% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 41%
„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 50% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 41%
21:56 01.10.2012
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი დაკვეთით კომპანია „ედისონ რესერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაცხადა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 41%, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი - 5% მიიღო.

ამავე მონაცემებით, ყველა სხვა პარტიის შედეგები ერთად 4 %-ს შეადგენს.

ბეჭდვა