არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმატებას თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ცნობილი ადამიანები ულოცავენ.
ამ წუთებში საზოგადოებას მხატვარი ნიკუშა შენგელაია ესალმება.
„არც ვიცი, საიდან დავიწყო და რა გითხრათ. ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლო ქართველ ერში ღირსებისა და თავისუფლების სიყვარულის ჩაკვლა“ - განაცხადა შენგელაიამ და ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმაც მიმართა და სიმღერა შეასრულა.
ეგზიტპოლების ამ დროისთვის გამოქვეყნებული შედეგებით, ხმათა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემით, პროპორციული სისტემით უპირატესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, მაჟორიტარულში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
