თავისუფლების მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხადამჭერებს დავით მაღრაძემ მიმართა
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხადამჭერებს დავით მაღრაძემ მიმართა
21:12 01.10.2012
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხადამჭერებს პოეტმა დავით მაღრაძემ მიმართა.

მაღრაძემ ხალხს გამარჯვება მიულოცა და განაცხდა, რომ ამ გამარჯვებამდე კოალიციამ ძალიან რთული გზა განვლო.

თავისუფლების მოედანი ამ დროისთვის პუშკინის სკვერის მიმართულებით კოალიციის მხადამჭერებით მთლიანად სავსეა. ამ წუთებში კი, შეკრბილებს სასულიერო პირი მიმართავს.

შეგახსენებთ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ უპირატესობას ფლობს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ შედეგები ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა, ამ დროისთვის ეგზიტპოლებით, პროპორციული სისტემით უპირატეს პოზიციაზე „ქართული ოცნებაა“, ხოლო მაჟორიტარულით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ბეჭდვა