„მაესტროს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 %, „ქართულმა ოცნებამ“ 63% მიიღო
„მაესტროს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 %, „ქართულმა ოცნებამ“ 63% მიიღო
21:06 01.10.2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით პროპორციული წესით არჩევნების შედეგები ასე გადანაწილდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 27%, „ქართული ოცნება“ - 63 %, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 1%, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები - 3%.

თბილისის მასშტაბით, ეგზიტპოლის შედეგი ასეთია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18%, „ქართული ოცნება“ - 75%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 1 %, სხვა საარჩევნო სუბიექტები - 2%.
ეგზიტპოლი „მაესტროს“ დაკვეთით ამერიკულმა კომპანია „შონ პენ ბერლანდმა“ და ბრიტანულმა „ოქსფორდ იუნივერსითი კონსალტინგმა“ ჩაატარა.
ეგზიტპოლის ფარგლებში ამომრჩეველი 73 ოლქის 259 უბანზე გამოიკითხა.

ბეჭდვა