საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს
20:43 01.10.2012
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია „ჯი-ეფ-ქეის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს.

ეგზიტპოლის 17:30 საათის შედეგებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ჯი-ეფ-ქეის“ წარმომადგენელმა ისაუბრა.

ეგზიტპოლის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობის“ შედეგია 30%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ 2%, ხოლო სხვა პარტიების - 1%.

ამავე მონაცემებით, ამომრჩეველთა 32%-მა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.

„ჯი-ეფ-ქეიმ“ ეგზიტპოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა. ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები დაახლოებით, ერთ საათში გამოქვეყნდება.

ბეჭდვა