თაქთაქიშვილი ვარაუდობს, რომ მომავალ პარლამენტში „ნაცმოძრაობას“ მყარი წარმომადგენლობა ეყოლება
თაქთაქიშვილი ვარაუდობს, რომ მომავალ პარლამენტში „ნაცმოძრაობას“ მყარი წარმომადგენლობა ეყოლება
20:33 01.10.2012
„ნაციონალური მოძრაობის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას დამაჯერებელი უპირატესობა 53 ოლქში აქვს.

ეგზიტპოლის პირველადი შედეგები „ნაცმოძრაობის“ პრესსპიკერმა წარადგინა.

მისი თქმით, 17:30 საათის ეგზიტპოლის მონაცემებით, პროპორციული სისტემით შედეგები მეტნაკლებად თანაბარი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“.

მისი თქმით, თბილისის გარეთ უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ენიჭება.

თაქთაქიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის 32%-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მაჟორიტარულ ოლქებში, კერძოდ, 53 ოლქში „ნაცმოძრაობას“ დამაჯერებელი უპირატესობა აქვს. აღნიშნულ ოლქებში ხელვაჩურის, ხულოს, ქობულეთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, მარტვილის, ონის, ამბროლაურის, ნინოწმინდის, აპინძისა და სხვა რაიონებში შედის.

თაქთაქიშვილის განცხადებით, ორივე შედეგების გათვალისწინებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალ პარლამენტში მყარი წარმომადგენლობა ეყოლება.

„უნდა დაველოდოთ ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ, როგორც ჩანს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ერთობლიობით, ახალ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავაც მყარი მხადრაჭერა ექნება“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

ბეჭდვა