კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ეგზიტპოლების გამოცხადებას ტაშით შეხვდნენ
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ეგზიტპოლების გამოცხადებას ტაშით შეხვდნენ
20:25 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ეზოში შეკრებილი მხარდამჭრები ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას თვალს კოალიციის ეზოში დამონტაჟებული დიდ ეკრანზე ადევნებდნენ.

„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების შედეგებს კოალიციის ლიდერები ტაშით შეხვდნენ და „ქართული ოცნების“ ლოგოტიპიანი საჰაერო ბურთებიც გაუშვეს.

კოალიციის მხადამჭერებს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მაია ფანჯიკიძე დავით საგანელიძე და ბერა ივანიშვილი მიესალმნენ.

ამის შემდეგ, ივანიშვილი ეზოში ჩავიდა მხადამჭრებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

„ამომრჩეველთა ლიგის“ ეგზიტპოლით „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 70.24% მიიღო, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების 16:00 საათის მონაცემით კი, 51%.


ბეჭდვა