ამომრჩეველთა 70,24%-მა საპარლამენტო არჩევნებზე მხარი ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ დაუჭირა 24,66%-მა - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთია
„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.
ეგზიტპოლის მიხედვით, ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად 5,9% დააგროვა. ამომრჩეველთა 1,45% - გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
როგორც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისას „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, ეგზიტპოლი ამერიკულ პარტნიორ კომპანია „ბარსელო ენდ კომპანისთან“ ერთად ჩატარდა.
ამომრჩევლის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოიკითხა 29 386 ანუ ყოველი მეშვიდე ამომრჩეველი.
„ამომრჩეველთა ლიგა“ და „ბარსელო ენდ კომპანი“, საქართველოს მასშტაბით, 1 200 უბანზე ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებენ.
