„ამომრჩეველთა ლიგის“ ეგზიტპოლის შედეგებით, 70.24% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს
„ამომრჩეველთა ლიგის“ ეგზიტპოლის შედეგებით, 70.24% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს
20:11 01.10.2012
„ამომრჩეველთა ლიგის“ მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლის შედეგებს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქართული ოცნების“ მხადამჭერები ოვაციებით შეხვდნენ.

„ამომრჩეველთა ლიგის“ ეგზიტპოლის შედეგებით, 70.24% მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერს, ხოლო 24.66% „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამ დროსითვის თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 2 ათასი ადამიანია შეკრებილი.

ავტომანქანების სავალი ნაწილი დაკავებულია, მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაკადები თავისუფლების მოედანზე შეკრებილ თანამოაზრეებს ამ წუთებშიც უერთდებიან.


ბეჭდვა