„რუსთავი 2“ -ის ეგზიტპოლის შედეგებით, 16:00 საათისთვის „ქართულ ოცნებას“ 51% აქვს
„რუსთავი 2“ -ის ეგზიტპოლის შედეგებით, 16:00 საათისთვის „ქართულ ოცნებას“ 51% აქვს
20:04 01.10.2012
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი დაკვეთით „ედისონ რესერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 16:00 საათის მონაცემებით, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართული ოცნების“ შედეგი 51%-ია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 41%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ – 4%.

ამავე მონაცემებით, 1% აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, სხვა პარტიებს კი - 3 %.

ბეჭდვა