თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე მშვიდი გარემო შენარჩუნებულია
თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე მშვიდი გარემო შენარჩუნებულია
19:58 01.10.2012
უწყებათაშორისი კომისიის თამჯდომარის მოადგილის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კომისია მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდი გარემო შენარჩუნებულია.

როგორც კინწურაშვილმა ბრიგინგზე განაცხადა, კომისიამ სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე მიიღო ინფორმაცია, რომელთა ნაწილი არასამთავროვოების მიერაა მიწოდებული და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტებს ეხება.

მისი თქმით, ცესკო-ს ინფორმაციით მსგავს ფაქტებს მასიური ხასიათი არ ჰქონია და მათზე რეაგირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა.

„ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია წნორში დევნილების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შემოვიდა შეტყობინება, თითქოს დევნილებს მასიურად არ აეძლეოდათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს არ მიეცათ, ვისაც პირადობის დამადსტურებელი მოწმობები არ გააჩნდათ“-განაცხადა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირები საარჩევნო უბანზე შეღწევას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, რამდენიმე მედიასასუალებაში გავიდა ეგზიტპოლის შედეგები. თუმცა, უწყებათაშორისმა კომისიამ წინასწარ მიმართა ყველა მედიასაშუალებას და შეახსენა კანონმდებლობით დადგენილი ნორმა, რომელიც ეგზიტპოლების გამოქვეყნებას 20.00 საათამდე კრძალავს.

„დაისვა შეკითხვა ფოთთან დაკავშირებით ბიულეტენების თაობაზე, ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და არ დადასტურდა. ცდომილება სიასა და ბიულეტინების რაოდენობაში უცხოეთში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაში სხვაობამ გამოიწვია“ - განაცხადა კინწურაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სხვადასხვა რაიონში დაფიქსირებულ ინციდენტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.




ბეჭდვა