თავისუფლებს მოედანზე „ქართული ოცნების“ მხადამჭერებმა შეკრება უკვე დაიწყეს
თავისუფლებს მოედანზე „ქართული ოცნების“ მხადამჭერებმა შეკრება უკვე დაიწყეს
19:50 01.10.2012
თავისუფლებს მოედანზე „ქართული ოცნების“ მხადამჭერებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის, მოედანზე და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე  კოალიციის 1 000-მდე მხარდამჭერი იმყოფება.

პარალელურად, პუშკინის ბაღში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. ამავდროულად, რუსთაველის გამზირზე კოალიციის მხარდამჭერთა ავტოკოლონა გადაადგილდება, რომელსაც თან საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი დაჰყვება.

თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები, ასევე, რამდენიმე სასულიერო პირი.

„ქართული ოცნების“ ლიდერთაგან ადგილზე ჯერ არავინ გამოჩენილა.

ბეჭდვა