კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე შეიარაღებული სპეცრაზმია შესული - აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიცის პრესსპიკერმა
მაია ფანჯიკიძემ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში სპეციალური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მესტიის ყველა საარჩევნო უბანზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.
ამასთან, გლდანის რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის, 173-ე სკოლაში არსებულ საარჩევნო უბანზე, მეორე მიკრორაინში განთავსებულ მე-40 უბანზე, ასევე, 167-ე და 40-ე სკოლებში შესულია შეიაღარებული სპეცრაზმი.
მისივე განცხადებით, სპეცრაზმია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც და პატიმრები ითხოვენ შველას.
ფანჯიკიძის ცნობით, სპეცრაზმი იმყოფება ხაშურის რამდენიმე საარჩევნო უბანზეც.
