აშშ-ს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს დაგეგმილი აქციების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს დაგეგმილი აქციების შესახებ აფრთხილებს
18:22 01.10.2012
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდზე აშშ-ს მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სექციაში განთავსდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილმა აქციის მონაწილეთა რაოდენობამ შესაძლოა, ასობით ათასს მიაღწიოს.

„აქციამ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა, ავტოტრანსპორტისთვის საცობები შექმნას. საელჩო ამავდროულად, მსგავს აქციებს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ელის. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე მათგანი ანტი-ამერიკული ან აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ იქნება მიმართული“ - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ მოსალოდნელ მშვიდობიან დემონტრაციებს შესაძლოა, არაპროგნოზირებადი და ძალადობრივი ხასიათი მიეცეს.

„მოერიდეთ ამ ყველაფერს, ფხიზლად იყავით და ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღება მიაქციეთ“ - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სხვადასხვა უბნებში, მათ შორის თავისუფლების მოედანზე შეკრებასთან დაკავშირებით დღეს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა.



ბეჭდვა