„ლეიბორისტები“ ეჭვობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გაყალბებას ეგზიტპოლების საშუალებით შეეცდებიან
„ლეიბორისტები“ ეჭვობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ გაყალბებას ეგზიტპოლების საშუალებით შეეცდებიან
17:21 01.10.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და კოალიცია „ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას ეგზიტპოლების  ანუ უბანზე გამოკითხვების მანიპულაციების მეშვეობით გეგმავენ.

ამის შესახებ პარტიის პრესსპიკერმა ნინო მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველას მოვუწოდებთ, უბნიდან გამოსვლისას შეკითხვაზე, თუ ვის მისცა ხმა, გულახდილად და თამამად უპასუხონ თავისი არჩევანის შესახებ, რითაც ფალსიფიცირების მსურველებს გაყალბების სამოქმედო გზა მოეჭრებათ”- განაცხადა მეტრეველმა.


ბეჭდვა