რასმუსენი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ქართული დემოკრატიისთვის „ლაკმუსის ტესტს“ უწოდებს
რასმუსენი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ქართული დემოკრატიისთვის „ლაკმუსის ტესტს“ უწოდებს
17:15 01.10.2012
ნატოს-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევენებს ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს - ამის შესახებ  მან ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა.

რასმუსენის თქმით, როგორც დღევანდელი, ისე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის „ლაკმუსის ტესტია“.

„ქართულ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება მაქვს. საქართველოში სექტემბერში ვიყავი და მოხიბლული დავრჩი წინასაარჩევნო მზადების პროცესით. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდება. ვიცი, რომ ამისთვის საქართველომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩაიყვანა. ასე რომ, ვულოცავთ მას არჩევნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“-აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ბეჭდვა