ცესკო - კოჯრის სამხედრო ნაწილის სპეცუბანზე სამოქალაქო პირები ხმას არ აძლევენ
ცესკო - კოჯრის სამხედრო ნაწილის სპეცუბანზე სამოქალაქო პირები ხმას არ აძლევენ
17:02 01.10.2012
კოჯრის სამხედრო ნაწილის სპეციალურ საარჩევნო უბანზე სამოქალაქო პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ - ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო აზუსტებს კოჯრის სამხედრო ნაწილის სპეციალურ უბანზე არსებულ ვითარებას.

„ვიცით, რომ ის სამოქალაქო პირები, რომლებიც უბანზე შედიან, ხმას არ აძლევენ” - განაცხადა აზარაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ნაწილის სპეცუბნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირები ავტობუსებით მივიდნენ.


ბეჭდვა