სამტრედიის საარჩევნო ოლქში 4 312 საარჩევნო ბიულეტენი არ ჩაუტანიათ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის
პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამტრედიაში საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობაა, რადგან სამტრედიაში, სულ, 48 362 ბიულეტენი უნდა ჩაეტანათ, თუმცა, 44 050-ია ჩასული.
ფანჯიკიძის განცხადებით, სამტრედიაში სხვა სახის დარღვევებიც დაფიქსირდა.
მისი ინფორმაციით, სამტრედიის #1 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უბნის რეგისტრატორების ტელეფონის ნომრები ჩაიწერა და „კარუსელების“ შესახებ მითითებები მისცა.
მისივე თქმით, #23-ე საარჩევნო უბანზე, სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებზე დილიდან ახორციელებს ზეწოლას, ხოლო 11:00 საათისთვის მისმა თანამშრომლებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლერი კოხრეიძე დააკავეს, რომელსაც საკუთარი ავტომანქანით ამომრჩეველი გდაჰყავდა და ავტომანქანა ჩამოართვეს.
