ამომრჩეველთა აქტივობამ, 15.00 საათისთვის, 45% შეადგინა. როგორც პრესკონფერენციაზე ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, კომისია
მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, კენჭისყრის დასრულებამდე თავი შეიკავონ გამარჯვებულის გამოცხადებისგან.
აზარაშვილის თქმით, კენჭისყრის პროცედურის დასრულებამდე ასევე აკრძალულია ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება.
დამკვირვებლების მოწმობების გაცემის საკითხთან დაკავშირებით კი, აზარაშვილმა განმარტა, რომ შესაბამის ჟურნალში ხელმოწერებით დადასტურებულია, რომ დამკვირვებლის ყველა მოწმობა აღებულია უფლებამოსილი პირის მიერ.
„არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ცესკო-სთვის არ მიუმართავს იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმობა არ მიუღია” - განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ცესკოს ცხელ ხაზზე შემოსულია 2 260 ზარი. კითხვების უმრავლესობა საარჩევნო პროცედურებს ეხებოდა.
