12:00 საათისთვის ხმა 935 278 ამომრჩეველმა მისცა
12:00 საათისთვის ხმა 935 278 ამომრჩეველმა მისცა
15:03 01.10.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12.00 საათისთვის, ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

კერძოდ, აღნიშნული დროისთვის საარჩევნო უბანზე 935 278 ამომრჩეველი მივიდა, რაც ელექტორატის 25.88% შეადგენს.

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩევლების 40,3%-მა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, ცაგრეში არჩევანი 39,5%-მა გააკეთა, აქტივობის მიხედვით მესამე ადგილზეა ლენტეხი, სადაც 37,8%-მა დააფიქსირა საკუთარი გადაწყვეტილება.

თბილისის ოლქებში ლიდერობს მთაწმინდა, აქ ამომრჩევლის 29,6%-მა მისცა ხმა, კერძოდ, 52 370 ამომრჩევლიდან უბნებზე უკვე მივიდა 15 504. დიდუბეში 28,4%-მა მისცა ხმა.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თბილისში ისნის რაიონში ფიქსირდება, სადაც აქტივობა 21,9%-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაბალი აქტივობა აქვს წალკას, სადაც ამომრჩეველთა 18,3%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.



ბეჭდვა