საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რამდენიმე საარჩევნო უბანზე მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს.
როგორც ორგანიზაცია იუწყება, ზოგიერთ უბანზე მარკირების სითხე არამდგრადია და ულტრაიისფერი დასხივებით, ხშირ შემთხვევაში, მარკირების კვალი არ ჩანს.
საია აცხადებს, რომ მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები საბურთალოს #91, კრწანისის #24, ნაძალადევის #55, ბათუმის #8, ქობულეთის #8 და ნაძალადევის #41 უბნებზე ფიქსირდება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მარკირების პრობლემა მნიშვნელოვანი ხარვეზია და მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრა აუცილებელია.
საია ცესკო-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პრობლემური უბნებისთვის სათანადო ხარისხის მარკირების სითხის მიწოდება. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, შესაბამისმა საუბნო საარჩევნო კომისიებმა მარკირების ხარიხიანი სითხის მიწოდებამდე კენჭისყრის პროცესი შეაჩერონ.
