საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ არჩევანი უკვე დააფიქსირა.
როგორც ალასანიამ განაცხადა, მან ხმა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მისცა.
„ხმა მივეცი რეალურ პროგრესს, რეალურ ცვლილებებსა და არა ფასადურს. ხმა სამართლიანობის აღდგენას მივეცი, ძალას, რომლისაც მჯერა, საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროპაში, რომელიც ყველა ქართველის ოჯახს აგრძნობინებს თავს დაცულად. დარწმუნებული ვარ, დღეევანდელი დღე მთელ საქართველოში მშვიდობიანად ჩაივლის“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
