ცესკო საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს საარჩევნო პროცესი არ შეაფერხონ
ცესკო საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს საარჩევნო პროცესი არ შეაფერხონ
13:35 01.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესში და ხმის მიცემის პროცესი არ შეაფერხოს.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მარნეულის მე-80-ე უბანზე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კომისიის საქმიანობაში ჩაერია, რამაც კომისიის მუშაობა შეაფერხა.

აზარაშვილმა არ დააკონკრეტა რომელ პოლიტიკურ სუბიექტზე იყო საუბარი.

ბეჭდვა