ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათისთვის 25%-ს აჭარბებს
ამომრჩევლის აქტივობა 12:00 საათისთვის 25%-ს აჭარბებს
13:28 01.10.2012
საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, 12.00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 25.5%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა  აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მთლიანობაში სერიოზული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ცესკო-ში შესული ყველა ინფორმაცია მოწმდება და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ცესკო-ს მონაცემებით,ელექტორატის საერთო რაოდენობა 3 613 851-ია. დილის საათებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე რიგები დაფიქსირდა.




ბეჭდვა