პაატა ზაქარეიშვილი პოლიციას „ქართული ოცნების“ კოორდინატორებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
პაატა ზაქარეიშვილი პოლიციას „ქართული ოცნების“ კოორდინატორებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
13:10 01.10.2012
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წყალტუბოში პაატა ზაქარეიშვილი პოლიციის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში ადანაშაულბს.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, წყალტუბოს #58 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ საარჩევნო უბნების კოორდინატორებსა და ქვეკოორდინატორებს ადგილობრივი პოლიციის უფროსები ურეკავენ და იმ მოტივით, თითქოს, მათ კოალიციისგან ფული აიღეს, დაკითხვაზე იბარებენ.

ზაქარეიშვილი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და იმ პირთა ტელეფონის ნომრებს ასაჯაროებს, რომლებიც აქტივისტებს პოლიციაში იბარებენ.

„მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა პოლიციაში დაბარებულმა პირებმა არჩევნების დღეს თავისი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ საკუთარ მოქმედებებს“ - აცხადებს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ კოალიციას კოორდინატორებისთვის არანაირი ფორმით თანხა არ გადაუცია.

ბეჭდვა