„ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
„ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
13:03 01.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, მოცემულ  ეტაპზე, საქართველოში საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თუმცა, მისი თქმით, დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები, მაგალითად, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეუშვეს.

როგორც მან განმარტა, ყველაზე ხმაურიანი იყო მარტვილის #65 ოლქის მესამე უბანზე გადასატანი ყუთის გატაცების ფაქტი. ამასთან, რამდენიმე ადგილზე მარკირების აპარატი არ მუშაობდა. ამ დროისთვის, სულ 17 საჩივარია დაწერილი.

„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ არჩევნების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს 73 ოლქში 1 200 დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს.
ამასთან, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებს.

ბეჭდვა