ჰოლანდიის ელჩი საქართველოში პიტერ ლინგერბერგი თბილისის 26-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესს გაეცნო.
როგორც ლინგერბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის რამდენიმე წელია საქართველოში ჰოლანდიის ელჩია და 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებსაც აკვირდებოდა. მისი თქმით, 2010 წლის არჩევნებთან შედარებით, დღეს საარჩევნო გარემო ძალიან განსხვავებულია.
„ახლა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის რეალური კონკურენცია გვაქვს. ჯერჯერობით, მხოლოდ სამი საარჩევნო უბანი ვნახე. ამიტომ დასკვნების გაკეთება რთულია. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ხმის მისაცემად ძალიან ბევრი ხალხის მოდის, რაც ძალიან კარგია“-განაცხადა ჰოლანდიის ელჩმა.
როგორც ლინგერბერგმა განაცხადა, მისი სურვილია, არჩევნებში ბევრმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილოება, რადგან რეალური შედეგი და ქართველი ხალხის სურვილის დანახვა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ელჩის თქმით, დღეს ის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გახსნილ მედიაცენტრს, ცესკო-ს და სხვა საარჩევნო უბნებს ესტუმრება.
