ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ჩვეულებრივ ფაქტს უწოდებს მედიასაშუალებებით გავრცელებულ
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების რაოდენობა დაფიქსირებული ამომრჩევლის რაოდენობაზე ნაკლებია.
მისი თქმით, ბიულეტენების რაოდენობა არ უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ამომრჩეველია, რადგან სიის მიხედვით დაფიქსირებული ელექტორატის გარკვეული ნაწილი უცხოეთში იმყოფება, ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სამხედრო ნაწილში.
როგორც ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, სულ დაბეჭდილია 3 329 350 ბიულეტენი პროპორციული წესით ხმის მისაცემად და ამდენივე მაჟორიტარულით. რაც შეეხება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ცესკო-ს მონაცემებით, სულ, რესგისტრირებულია 3 613 851 ამომრჩეველი.
აქედან, აზარაშვილის თქმით, 43 600 ამომრჩეველი უცხოეთში არის რეგისტრირებული, ხოლო დაახლოებით 53 ათასი ე.წ სპეციალურ უბნებზე.
