ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში ხმის მიცემის პროცესი
რუმინეთში, ბუქარესტში გახსნილ საარჩევნო უბანზე ჩიაშალა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მიზეზი საარჩევნო კომისიის შვიდი წევრიდან ორის გამოუცხადებლობა გახდა.
ცესკო-ს ინფორმაცით, კომისიის წევრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდნენ უბანზე, რისი მიზეზითაც საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა.
ბუქარესტის საარჩევნო უბანზე 24 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
