არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო ოლქებში არასაკმარისი რაოდენობის ბიულეტების შეტანის შესახებ იუწყება
არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო ოლქებში არასაკმარისი რაოდენობის ბიულეტების შეტანის შესახებ იუწყება
11:17 01.10.2012
საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“ თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში არასაკმარისი რაოდენობის ბიულეტენების შეტანის შესახებ იუწყება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კრწანისის , საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის და დიდუბის ოლქებში საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე მნიშვნელოვნად ნაკლები ბიულეტენია შეტანილი.

აღნიშნულის მაგალითად ორგანიზაციას რამდენიმე უბანი მოჰყავს და აცხადებს, რომ N4 კრწანისის საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 556 ამომრჩეველი, ხოლო ბიულეტენების რაოდენობა 1 350-ს შეადგენს; N 2 საარჩევნო უბანზე 1459 ამომრჩეველი და 1 250 ბიულეტენია, ხოლო N 4 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაა 1 448, თუმცა, ადგილზე 1 250 ბიულეტენია შეტანილი.

ბეჭდვა