ივანიშვილი - 10 თვის ბავშვის დაღუპვის საქმეს მალე გავხსნით
ივანიშვილი - 10 თვის ბავშვის დაღუპვის საქმეს მალე გავხსნით
11:14 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის რაიონში 10 თვის ბავშვის დაღუპვის საქმე მალე გაიხსნება.

ამის შესახებ მან დღეს #4 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ბავშვის დაღუპვის დანაშაულს ნათელი აუცილებლად მოეფინება.

„ჩვენი ხელისუფლება ყველაფრზე წამსვლელია. წუხელ ღამითაც ხალხი დაარბიეს. ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი, ის რამდენჯერმე მეც დამიკავშირდა. დღეს ხელისუფლება ახერხებს, რომ არც ბავშვის ცხედარი გადასცეს ოჯახს, არც ადვოკატების აყვანის საშუალება მისცეს. ორი ადვოკატი უკვე ნაცემია, თუმცა, ამ დანაშაულს მალე გავხსნით და გავიგებთ, რა მოხდა“ - განაცხადა ივანიშვილმა და ჟურნალისტებს მოუწოდა, ობიექტური კითხვები დასვან და სპეკულირებისგან თავი შეიკავონ.


ბეჭდვა