„ქართული ოცნება“ ასპინძაში სოფელ დამალას მე-4 საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს
„ქართული ოცნება“ ასპინძაში სოფელ დამალას მე-4 საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს
11:09 01.10.2012
„ქართული ოცნება“ ასპინძის რაიონის სოფელ დამალას მე-4 საარჩევნო უბნის დახურვას მოითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფესიბუქში“ „ქართული ოცნება-ბიძინა ივანიშვილის“ გვერდზე განთავსდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ამის მიზეზი უბანზე დაფიქსირებული სერიოზული დარღვევებია.

მისი თქმით, ეს არის ასპინძაში ეთნიკური სომხებით დასახლებული ყველაზე დიდი უბანი.

„კაბინებში ერთდროულად 5-5 კაცს უშვებენ. ჩვენ ვწერთ განცხადებას, რომ უბანი დაიხუროს, რადგან იქ ისეთი ქაოსია და იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ გაყალბება ადვილადაა შესაძლებელი“ - აცხადებს ჩიბურდანიზე.

ინფორმაციის თანხმად, სოფელ აწყვიტაში კვლავ გრძელდება ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით ხმის მიცემის მცდელობა, ათეულობით შემთხვევა აღიკვეთა, თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის თქმით, ამ ნაკადის შეჩერება უკვე ჭირს.

„მინდა აღვნიშნო, რომ აქ ხმის მიცემის პროცედურას უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე აკვირდება, რომელიც უბანთან დგას“ - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ბეჭდვა