მამუკა კაციტაძე „ქართული ოცნების“ ეჭვებს პასკვილს უწოდებს
მამუკა კაციტაძე „ქართული ოცნების“ ეჭვებს პასკვილს უწოდებს
10:14 01.10.2012
ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პასკვილს უწოდებს კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს კომისიასთან სპეციალური გვირაბია გაყვანილი, რომელიც შესაძლოა, არჩევნების გაყალბების მიზნით გამოიყენონ.

„რადგან საზოგადოებამ მოისმინა ბოდვამდე მისული განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს, კომისიის ტერიტორიაზე კონცენტრირებულია სპეცრაზმი და გაყვანილია რაღაც გვირაბი, უნდა განვაცხადო, რომ არაფერი საერთო ამას სიმართლესთან არ აქვს” - განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, ის მზად არის კოალიციის წარმომადგენლებს და ნებისმერ სხვა დაინტერესებულ პირს გამოუყოს ადგილი კომისიაში მთელი დღე-ღამის განმავლობაში ადგილზე ვითარების დასაკვირვებლად.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, კომისია მთელი ქვეყნის მასშტაბით, 32 მონიტორის მეშვეობით აწარმოებს დაკვირვებას იმაზე, რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ მიწოდებული ამომრჩევლის სია უბნებზე არსებულ სამაგიდო სიებს. დაკვირვების შედეგი კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბეჭდვა