კასპის #2 საჯარო სკოლაში განთავსებული #5 საარჩევნო უბანი 40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი
იტყობინება, უბანი დაგვიანებით, 08:40 საათზე გაიხსნა, რისი მიზეზიც საარჩევნო ყუთების ლუქების დაკარგვა გახდა.
როგორც აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარემ ოლია მახარაძემ განაცხადა, ლუქების დაკარგვა მხოლოდ შემთხვევითობა იყო და ისინი უკვე ნაპოვნია. მიუხედავად ამისა, როგორც სტაციონარული, ისე გადასატანი ყუთები ლუქების ნაცვლად, ცესკო-ს ემბლემიანი ე.წ. სტიკერებით დაილუქა.
გარდა ამისა, უბნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დალი კორკომაშვილმა მოქალაქის მიერ უკვე შემოხაზული ბიულეტენი ყუთში ჩაგდებამდე გადაამოწმა.
