„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ არჩევნებს 1 200 წევრიანი მისიით აკვირდება
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ არჩევნებს 1 200 წევრიანი მისიით აკვირდება
08:50 01.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს 1 200 წევრიანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩანიძის განცხადებით, დამკვირვებლები 73 ოლქში გადანაწილდნენ.

„ამასთან, განხორციელდება ხმების პარალელური დათვლა „ბალტიკ სერვეისთან“ თანამშრომლობით. „ბალტიკ სერვეი“ წარმოადგენს გელაპის ორგანიზაციას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ახორციელებს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. ეს პროექტები ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას“ - განაცხადა ჩაჩანიძემ.

„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“-ს მედიაცენტრი მოსწავლე-ახალგაზრდოს სასახლეში მდებარეობს. ცენტრი დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას მიაწვდის.

ბეჭდვა