მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.
არჩევნების დაწყებასთან ერთად, ცესკო საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემის პროცედურების დაცვისკენ მოუწოდებს.
„კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. საარჩევნო უბანზე აკრძალულია საარჩევნო სიბლოკიანი მაისურით ან ატრიბუტიკით შესვლა. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს 1 000 ლარით დაჯარიმების საფუძველი“- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.
საარჩევო უბანზე მოქალაქეებისთვის იკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიბოლიკიანი მაისურით ან კეპით გამოცხადება; ასევე, საარჩევო უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი საარჩევნო აგიტაციის მოწყობა.
ცესკო იმედს გამოთქვამს, რომ ექსცესებს ადგილი არ ექნება და საზოგადოება ცესკოს მოწოდებას - დაემორჩილოს კანონს, გაგებით მოეკიდება.
