საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შედეგები ცესკო-მ არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა უნდა შეაჯამოს.
საპარლამენტო მანდატების გადანაწილებაიმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განხორციელდება, ვინც არჩევნების შედეგად 5%-იან ბარიერს გადალახავს.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც შესაბამის ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30% გადალახავს და ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს.
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, საჭიროა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას წარმოადგენს.
