ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით არ ისარგებლებს
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით არ ისარგებლებს
07:47 01.10.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლეს გაჰყვება.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება დიდი ხანია ცნობილია, სწორედ ამიტომ, ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადების გაკეთების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი დავები ამჟამადაც მიმდინარეობს. მოგვიანებით, ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში რომლის თანახმადაც, ივანიშვილს უფლება ეძლევა არჩევნებზე ხმა მისცეს, თუმცა, იგი ამ უფლებით სარგებლობაზე უარს აცხადებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში მიმდინარე წლის მაისში განოხრციელებული ცვლილებს თანახმად, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის გააჩნიათ ევროკავშირის მოქალაქეობა.

ბეჭდვა