„დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“ არჩევნებზე მონიტორინგს თბილისში ახორციელებს
„დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“ არჩევნებზე მონიტორინგს თბილისში ახორციელებს
07:41 01.10.2012
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს თბილისში ახორციელებს.

როგორც კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აცხადებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციის მობილური ჯგუფები საარჩევნო მონიტორინგს ძირითადად, თბილისის საარჩევნო ოლქებსა და უბნებში ახორციელებენ.

მისი თქმით, „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენლები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ მედიას ინფორმაციას ოპერატიულ რეჟიმში მიაწვდიან. ასევე, დღის ბოლოს ჩატარდება სპეციალური ბრიფინგი.

ბეჭდვა