ჟურნალისტთა დასახმარებლად, პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „მედია რუმი“ გახსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, „მედია რუმი“, სადაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობისთვის ყველა პირობაა 9:00-დან საღამოს 20:00 საათამდე ფუნქციონირებს.
იქვე „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე განცხადებებს გააკეთებს.
როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, პარტიის მიზანი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებაა.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს, რისთვისაც აუცილებელია ჟურნალისტებს არჩევნების სრულყოფილი გაშუქების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
20:00 საათის შემდეგ კი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
