რუსეთში საქართველოში საკუთარი ხალხის ჩამოსვლა არ აწყობთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი მიმოსვლის შეფერხებას საქართველოში რუსეთის საელჩოს არარსებობას უკავშირებს.
"რუსეთში ამბობდნენ, რომ საქართველოში რუსეთის საელჩო არ არსებობს და ამის გამო ვერ ჩამოდიოდნენ. ე.ი თუ რამდენიმე ასეული რუსეთის უშიშროების აგენტი თბილისში რუსეთის საელჩოს ჭერქვეშ არ მოკალათდა და თვალთვალი საკუთარ მოქალაქეებს არ დაუწყო, თავისუფალი მიმოსვლა შეუძლებელია? მაგათ ადგილზე მხოლოდ საელჩოს კი არ გავხსნიდი, არამედ ონიშენკოსაც გამოვაყოლებდი, რომ აქ ერთმანეთს თვალყური ადევნონ და ხაშლამისა და მწვადის ჭამას არ გადაყვნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთში როგორი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ მომავალი არ აქვთ.
