მიხეილ სააკაშვილი თელავში ნოდარ ბერძენაშვილის ოჯახს ესტუმრა
მიხეილ სააკაშვილი თელავში ნოდარ ბერძენაშვილის ოჯახს ესტუმრა
17:24 30.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თელავში ნოდარ ბერძენაშვილის ოჯახს ესტუმრა.

მან საუბრისას ყურადღება პედაგოგების ხელფასზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასის გაზრდა 600 ლარამდე იგეგმება.

„ჩვენი გეგმაა მომავალ წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი ავიყვანოთ 600 ლარზე, კვალიფიციურის კი - 1 000 ლარზე. ეს აუცილებელია. საზოგადოების მოთხოვნაც ასეთია. ვიღაცეები კი იმუქრებიან ციეხში ჩავყრით მასწავლებლებსო“ - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილი საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად ყურძნის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტი დღეს თიანეთშიც იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი პირი სამედიცინო ცენტრში „ჯეო ჰოსპიტალი" დაზღვეულთა მომსახურების ხარისხითა და პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. მან კლინიკა დაათვალიერა და სამედიცინო ცენტრში დაბადებული ახალშობილი მოინახულა.

ბეჭდვა