არჩევნების დღეს რამდენიმე აკრძალვა იმოქმედებს
არჩევნების დღეს რამდენიმე აკრძალვა იმოქმედებს
17:18 30.09.2012
საპარლამენტო არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს, საარჩევნო კოდექსის თანახად რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს.

კერძოდ, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელევიზიის ან რადიოს ეთერით.

ამასთანავე, დაუშვებელია საარჩევნო უბანზე წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება.

როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-ში განუმარტეს, არჩევნების დღეს იკრძალება სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენებაც.

საარჩევნო კოდექსის წინასაარჩევნო აგიტაციის, პოლიტიკური და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ნორმების დარღვევისთვის, ელექტრონული მედიის საშუალება დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით.

არჩევნების დღეს იკრძალება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა არჩევნებამდე 48 საათით ადრე და ძალაშია არჩევნების დღის 20.00 საათამდე. აღნიშნული ნორმის დარღვევა, საარჩევნო კოდექსით, 1 500 ლარის ოდენობით ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს.

კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედიასაშუალებას საარჩევნო უბანზე ერთდროულად შეუძლია ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ერთდროულად მაქსიმუმ 2 დამკვირვებლი ჰყავდეს, რომლებსაც შესაძლოა, თან ახლდეთ ცესკო-ში მათთან ერთად რეგისტრირებული თარჯიმანი.


ბეჭდვა