„ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ მაჭავარიანი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მოვუწოდებ ჩვენს ყველა მოქალაქეს, მხარდამჭერს, მოხალისეს, მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში, რათა ხმა მისცენ ქვეყნის წინსვლას და არა უკნა დაბრუნებას. შეინარჩუნონ სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. განუხრელად დაიცვან კანონი, არ აყვნენ პროვოკაციას, კანონდარღვევის გამოვლების შემთხვევაში გამოიყენონ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, წინასაარჩევო კამპანია კონკურენტუნარუიანი იყო, რაც მისი თქმით, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს.
მისი თქმით, არჩევნების დღეს შესაძლო დარღვევების თავიდან ასაცილებლად პარტიამ კონკრეტული ზომები მიიღო.
