თორთლაძე ივანიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე საუბრობს
თორთლაძე ივანიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე საუბრობს
17:18 05.03.2012
 საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გია თორთლაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე საუბრობს.
თორთლაძის შეფასებით, ლუსტრაციის კანონის მიღებით რუსეთს ხელი ეშლება და აგენტების გარკვეული რაოდენობა მოაკლდება.
"ლუსტრაციის კანონით იმ ქვეყანას ეშლება ხელი, რომელიც კგბ–ს სამართალმემკვიდრეა და რომელსაც არქივები და აგენტები დარჩა. ამიტომ მიკვირს, აქამდე რატომ არ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ის არის პირდაპირ კავშირში რუსულ სპეცსამსახურებთან", – განაცხადა გია თორთლაძემ "ნიუსპრესთან" საუბარში.
მისივე შეფასებით, ივანიშვილმა მილიარდები იმ ქვეყანაში დააგროვა, სადაც 100 აშშ დოლარიც კი არ იშოვება სპეცსამსახურების გარეშე.
აღნიშნულის თაობაზე გია თორთლაძემ ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად იკლებს.

ბეჭდვა